ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 150 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძარი მოსკოვის სპორტკომპლექს „ოლიმპიისკში“ ლიკვიდირებულია

„შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.