საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება

თებერვალში გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროები, ხოლო კლება მშენებლობაში დაფიქსირდა
Sputnik

 

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 4.6% შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის თებერვალში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობის, ვაჭრობისა და უძრავი ქონების ოპერაციების სფეროში. კლება მშენებლობაში დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2018 წელს პროგნოზზე დაბალია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,6%-ის დონეზე პროგნოზირებს. ამასთან ფონდში აღნიშნეს, რომ მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები გადაწონის შედარებით დაბალ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების შედარებით ნელ ზრდას.

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2019 წელს 5%-იან დონეზე ვარაუდობს, მომდევნო წლებში კი - 5,1%. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა იქნება.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ვიზიტი დასრულდა >>

ამასთან, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.