საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია

ზვიად გამსახურდია - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროს ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტი გამოცხადდა. 2019 წლის 31 მარტს ის 80 წლის გახდებოდა.
Sputnik

ზვიად გამსახურდია იყო არაორდინარული ადამიანი, რომელსაც თავისი ხალხისთვის სიკეთე უნდოდა, მაგრამ მის რთულ ბედსა და 1993 წელს იდუმალ გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დღემდე უკიდურესად საპირისპირო შეხედულებები არსებობს.

საქართველოში ზვიად გამსახურდიას იუბილეს დიდი ზეიმით აღნიშნავენ - ეს იქნება პირველი მასშტაბური ღონისძიება პირველი პრეზიდენტის გადმოსვენების შემდეგ, რომელიც მას ეძღვნება.

ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

ზვიადი დაიბადა 1939 წლის 31 მარტს ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში.

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიამ სკოლის ასაკიდან დაიწყო - 16 წლისამ მან მერაბ კოსტავასთან ერთად (ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი) იატაკქვეშა ახალგაზრდული ორგანიზაცია „გორგასლიანი“ შექმნა.

„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე >>

ხოლო ორი წლის შემდეგ - 1956 წლის მარტში ის დააპატიმრეს თბილისში გამართული ანტისაბჭოთა დემონსტრაციის დროს, რომელიც მოჰყვა ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებას „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ“.

ზვიადს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და აგიტაცია, ასევე ორგანიზებული საქმიანობა, რომლის მიზანს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულების ჩადენა წარმოადგენდა.

ძმები გამსახურდიები: „ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს...“

ზვიად გამსახურდია დაჭერას გადაურჩა მამამისის კავშირების წყალობით, შემდეგ ექსტერნად ჩააბარა სასკოლო გამოსაშვები გამოცდები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთევროპულ ენათა ფაკულტეტზე ჩააბარა.

შემდეგ ჯერზე ზვიადი დააკავეს 1958 წელს, ანტიკომუნისტური ლიტერატურის გავრცელებისთვის. ის ამჯერადაც იხსნეს ციხიდან - ექვსი თვით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. გამსახურდიამ 1961 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და უფლებადამცველის საქმიანობას გარკვეული დროით ჩამოშორდა.

1974 წლიდან რეგულარულად იბეჭდება უფლებადაცვით ბიულეტენში „მიმდინარე მოვლენების ქრონიკა“. 1975 წელს ზვიად გამსახურდია იატაკქვეშა ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალ „ოქროს საწმისის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია

 

1977 წლის გაზაფხულზე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს. კოსტავას 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ზვიად გამსახურდიას, რომელმაც ერთი წლის შემდეგ საჯაროდ მოინანია დანაშაული, განაჩენი შეუმსუბუქეს - ის დაღესტანში გადაასახლეს. საქართველოს ტელევიზიით სუკ-ის მიერ გადაღებული ფირი მისი მონანიებით აჩვენეს. იმავე 1978 წელს ის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.

ზვიად გამსახურდიამ 1979 წელს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ მუშაკი გახდა.

"თბილისის ომიდან" 25 წლის შემდეგ

პოლიტიკური მოღვაწეობა ზვიად გამსახურდიამ 80-იან წლებში დაიწყო - მან საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დააფუძნა. ზვიად გამსახურდია 1988 წელს ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და მერაბ კოსტავასთან ერთად წმინდა ილია მართლის საზოგადოების თანათავმჯდომარე გახდა.

გამსახურდია საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე   1990 წელს გახდა და გამოაცხადა პოლიტიკა „საქართველო ქართველებისათვის“. ზვიად გამსახურდიას დროს საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის 99%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის გასვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან.

საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს პოლიტიკური და სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ გამოაცხადა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს - მან ამომრჩევლების ხმების 86% მიიღო.

ხანმოკლე პრეზიდენტობის პერიოდში ზვიად გამსახურდიამ გაატარა სერიოზული რეფორმები, მაგრამ მშვიდობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია

სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა. იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: ბიოგრაფია

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახს ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა - მათ მიაჩნიათ, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენლებმა მოკლეს. საქართველოს პროკურატურამ 2015 წელს გამოძიება „მკვლელობის“ მუხლით განაახლა.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა.