რამდენდღიანი არდადეგები ექნებათ მოსწავლეებს სააღდგომოდ

სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სააღდგომო არდადეგები 26 აპრილს დაიწყება
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. სააღდგომო არდადეგები საქართველოს სკოლებში 26 აპრილს დაიწყება და 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ასევე ოთხდღიანი არდადეგები ექნებათ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. 

როდის არის აღდგომა 2019 წელს>>

მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 28 აპრილს აღნიშნავენ.