როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელიც მუშტაიდის ბაღიდან იწყება და, აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე სრულდება.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის აღდგენა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოები დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის" მეორე ეტაპის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა.

„20 მაისისთვის ყველა სამუშაოები უნდა იყოს დასრულებული, აქ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამწვანებული. და უკვე ყველა შეძლებს დაინახოს ეს კონკრეტული ადგილი – ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები", – განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვისას.

როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

დედაქალაქის მერმა პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები, მან ასევე მოინახულა 170 ავტომობილზე გათვლილი ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგი.

„აქ ყველაფერი ისეთი სიზუსტითაა გაკეთებული, რასაც ევროპული სტანდარტები მოითხოვს – უსაფრთხოების სისტემა, სათვალთვალო კამერები. პარკინგი ყველა აუცილებელი კომპონენტითაა აღჭურვილი და ვფიქრობ, რომ მშვენიერი სივრცე გამოვიდა", – განაცხადა კალაძემ.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებთ 70 მლნ ლარი გამოიყო. ორბელიანის მოედანთან ახლოს მდებარე 20 შენობიდან 13-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ ადგილზე უძრავი ქონების ფასი გაიზრდება.

როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

„მოცემული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით ამ არეალის მცხოვრებლებისთვის არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათ საცხოვრებელ ფართს ახლა აბსოლუტურად სხვა ფასი აქვს. მაგალითად, გუშინ თუ 100 ლარი ღირდა, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ სამჯერ–ოთხჯერ–ხუთჯერ მეტი ეღირება", – განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა გაჩნდება, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელის, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს. შენობების პირველ სართულებზე კი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

მერი დარწმუნებულია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება სპეციალური სავაჭრო–საგამოფენო სივრცე, რომლის ფარგლებში განახლდება და მოწესრიგდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცე.

როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელიც მუშტაიდის ბაღიდან იწყება და, აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე სრულდება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო არეალში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები (წყლის, წყალარინების, გაზმომარაგების, კავშირგაბმულობის) და მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. კონსტრუქციულად გამაგრდა დაზიანებული შენობები, შენობების საფასადე ნაწილებიდან მოიხსნა ქაოსურად მოწყობილი გაყვანილობები, გაიწმინდა და დამუშავდა შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობები, აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები, მთლიანად გამოიცვალა თუნუქის სახურავები და მოეწყო წვიმის გადასაყვანი სისტემები.

როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი" 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.