ქორწინება და განქორწინება საქართველოში: ბოლო მონაცემები

საქართველოში ქორწინება შემცირდა, განქორწინება კი გახშირდა.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინებების რიცხვმა 10,3 ათასს მიაღწია, რაც 2017 წელთან შედარებით 0,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

დაოჯახების მსურველ ახალგაზრდებს დეპუტატი ემზარ კვიციანი დაეხმარება

ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა უჭირთ – დემოგრაფები განგაშს ტეხენ>>>

მეორე მხრივ, გასულ წელს საქართველოში ქორწინების ნაკლები ფაქტები დაფიქსირდა – 23,2 ათასზე მეტი, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის – 30 წელი.

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია.

დემოგრაფებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქორწინების რაოდენობის შემცირების ტენდენცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველები "ევროპული" გვიანი ქორწინების პრაქტიკას ირჩევენ, რაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ქალთა ეპანსიპაციითა და საკუთარი თავის ძიებით აიხსნება.