მათითაშვილი: შავ წერტილებს გაჩენისთანავე სჭირდება ყურადღების მიქცევა

პლასიტიკური ქირურგი, გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი კომედონების, იგივე შავი წერტილების შესახებ საუბრობს.
Sputnik

 

„კანის ზედაპირი მკვდარი უჯრედების ფენითაა დაფარული, რომელიც მუდმივად შორდება კანს. სწორედ ცხიმისა და მკვდარი კანის ნაწილაკებითაა ამოვსებული ეს პატარ-პატარა მიკროფორები და ისინი ქმნიან ერთგვარ საცობებს, რასაც კომედონები ჰქვია. ისინი ყველაზე ხშირად ჩნდება შუბლის, ცხვირის და ნიკაპის არეში. კომედონებს გაჩენისთანავე სჭირდება ყურადღების მიქცევა და სათანადო მკურნალობა“, – ამბობს კოტე მათითაშვილი.

მათითაშვილის განცხადებით, დაუშვებელია შავი წერტილების დამოუკიდებლად, ფრჩხილებით ან ნემსის გამოყენებით გამოდევნა, რადგან ამ დროს შესაძლოა გახსნილი ფორებიდან ინფექცია შეიჭრას და ამან ანთებითი პროცესი გამოიწვიოს.