თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამარჯვებულია 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.
ფინალში ჩხვიმიანმა საფრანგეთის წამომადგენელს ვალიდ ხიარს სძლია ვაზარის წყალობით. ამგვარად, ჩხვიმიანმა გასულ წელს თბილისის გრან–პრიზე მოპოვებული ტიტულის დაცვა შეძლო.
საქართველომ თბილისის გრან–პრიზე ძიუდოში უკვე პირველი მედლები მოიპოვა
© photo: Sputnik
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ არტიომ ლესიუკს მოუგო.
მეორე ბრინჯაო ამავე წონით კატეგორიაში უზბეკმა შარაფუდინ ლუტფილაევმა მოიპოვა, რომელმაც მონღოლ ბოლდბაატარ განბატს მოუგო.