ასობით განრისხებული მამაკაცი: თბილისელი ტაქსისტები აქციაზე გამოვიდნენ

Sputnik

თბილისელმა ტაქსისტებმა ოთხშაბათს ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართეს თბილისის ცენტრში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საპროტესტო აქციის სურათები.

1 / 12
პარლამენტის შენობასთან ტაქსისტებმა ფაიერები აანთეს და ლოზუნგებს სკანდირებდნენ
2 / 12
მოძრაობის გადაკეტვამდე, ტაქსისტებმა საკუთარი მანქანებით თბილისის ცენტრში გადარბენა მოაწყვეს
3 / 12
ისინი სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ
4 / 12
პარლამენტთან ტაქსისტებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
5 / 12
მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რა დროსაც მათ გადაკეტილი გზის გახსნა მოთხოვეს ტაქსისტებს
6 / 12
გარკვეული დროის განმავლობაში რუსთაველის გამზირი პარალიზებული იყო
7 / 12
ტაქსისტები საპროტესტო აქციაზე ამ სფეროში ამოქმედებული ახალი სახელმწიფო რეგულაციების გაუქმებას მოითხოვდნენ
8 / 12
უსაფრთხოების მიზნით პარლამენტის შენობასთან პოლიციის დამატებითი ძალები გადაიგზავნა
9 / 12
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
10 / 12
აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა
11 / 12
მომიტინგეებმა საპროტესტო გამოსვლების გაგრძელება გადაწყვიტეს
12 / 12
ტაქსისტები შემდეგი აქციის გამართვას აპრილის დასაწყისში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აპირებენ