აჭარაში ახალგაზრდების გაშველებისას ორი პოლიციელი დაშავდა

პოლიციელებზე ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა ქობულეთში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის გაშველებისას, იუწყება პირველი არხი.

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

ტელეარხის ინფორმაციით, ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, ხოლო პოლიციის თანამშრომლები შეეცადნენ ვითარების განმუხტვას, თუმცა მათ ჩხუბის მონაწილეები დაესხნენ თავს.

დაშავდა ორი პოლიციელი. ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მეორე პირის დასაკავებლად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.