ასპინძაში,  სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს

თიხის ჭურჭელი ვარძიის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ფონდშია გადატანილი
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ასპინძის სოფელ ფიაში მცხოვრებმა ვასილ მაღრაძემ საკუთარ ეზოში, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თელავში ჩვენ წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეულის მეომრის სამარხი აღმოაჩინეს

ვასილ მაღრაძის განცხადებით, თიხის ქვევრი, ქოთანი და ე.წ. საქაჯავი, რომლითაც ადრე თუთის წვენს წურავდნენ, საკუთარ ეზოში მიწის ამოთხრისას ნახა.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თიხის ჭურჭელი ვარძიის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ფონდშია გადატანილი.

ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის ფონდების მცველის მუხრან თაქთაქიძის განცხადებით, სოფელი ფია ძველი ნასოფლარია, რომელიც X საუკუნით თარიღდება. ის ვარაუდობს, რომ თიხის ჭურჭელი შეიძლება XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნებოდეს.