გურიაში ავარიას სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჭიშკარს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას  43 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქობულეთი–ბათუმის მაგისტრალზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-შემოქმედის გზის წითელმთის მონაკვეთზე  ცოტა ხნის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჭიშკარს შეეჯახა.

ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ოზურგეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იყო.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276-ე მუხლის მეხუთე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.