თბილისში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ტაქსის მძღოლები აპროტესტებენ ქალაქის მერიის მოთხოვნას, რომ მათი სამუშაო ავტომობილები თეთრი ფერის უნდა იყოს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, რათა თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები გააპროტესტონ, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

აქციის ორგანიზატორია „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი.

„ჩვენ მონოპოლიასთან შეგუებას არ ვაპირებთ", – განაცხადა ჩხარტიშვილმა მანამდე, ვიდრე ავტომობილების კოლონა რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრებოდა.

ამ დროისთვის სადგურის მოედანზე დაახლოებით 50 ტაქსის მძღოლი იმყოფება, რომლებიც აქციაზე საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ.

თბილისში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში ტაქსების რეფორმა ორ ეტაპად ხორციელდება.

თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა>>>

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

თბილისში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.