სისხლიანი გარჩევა თბილისში: დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაცით, ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა.

ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.