გაზაფხულის საოცრება: მსოფლიოში საკურა აყვავდა

Sputnik

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკურა აყვავდა, რაც შთამბეჭდავად და ლამაზად გამოიყურება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ამ ლამაზი ყვავილობის სურათები.

აყვავებული საკურა – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ლამაზი ბუნებრივი მოვლენაა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

აყვავებული საკურა ოდითგანვე ბუნების გამოღვიძებისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლო იყო.

 

1 / 14
იაპონიაში 27 მარტს საკურას ყვავილობას აღნიშნავენ - დღესასწაულს ხანამის უწოდებენ
2 / 14
ხანამი - ეს უძველესი იაპონური ტრადიციაა
3 / 14
უძველესი იაპონური ლეგენდის თანახმად, ხანამის ტრადიცია სიცოცხლეს ას წლამდე ახანგრძლივებს
4 / 14
მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში სიხარულით ეგებებიან
5 / 14
ხანამის აღნიშვნის დროს, უამრავ ბაღში, პარკსა თუ სკვერში, სადაც საკურა ყვავილობს, უამრავი ადამიანი იყრის თავს
6 / 14
იაპონიაში, თბილი ამინდების გამო საკურა ხუთი დღით ადრე აყვავდა
7 / 14
როგორც წესი, საკურას ყვავილი ხუთი ფურცლისგან შედგება, რომლებიც ცხოვრების ხუთ მნიშვნელოვან ასპექტს მოგვაგონებს - იღბალი, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სიხარული და მშვიდობა
8 / 14
ხეზე ყვავილები ფოთლებზე ადრე ჩნდებიან, რაც ხელახალი დაბადების პროცესთან ასოცირდება
9 / 14
ხის სიმაღლე დამოკიდებულია მის ასაკზე, თუმცა საშუალოდ საკურას სიმაღლე 8 მეტრია
10 / 14
სტუმრები სინგაპურის გარდენს ბაი ბეიში აყვავებულ საკურას აკვირდებიან
11 / 14
ყველაზე ასაკოვანი საკურა 1800 წლისაა და მისი სიმაღლე 24 მეტრია
12 / 14
საკურას ყვავილობა დაახლოებით 2 კვირა გრძელდება
13 / 14
შემდეგ მოვარდისფრო ფოთლები ცვენას იწყებენ
14 / 14
ყვავილობის დროს საკურა გარემოს მთლიანად ცვლის. ის, გარგნული სილამაზის გარდა, არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევს