მედიამ დიდი ხანია ახალგაზრდებს საქართველოს ყველაზე ლამაზი წყვილი უწოდა და მართალიცაა - მარიამი და ვაკო შესაშური გარეგნობითა და სტილით გამოირჩევიან.
მათ არ ჩამორჩება მათი ვაჟი დემეტრეც, რომელსაც თავისი Instagram-გვერდიც აქვს.
მარიამი - წარმატებული ქართველი მოდელია, მის Instagram-გვერდს 80 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ წყვილს უყვარს მოგზაურობა და ლამაზი ფოტოების გადაღება.
ერთხელ მაინც თუ ნახავთ ამ ოჯახის ფოტოებს, თავს ვერ შეიკავებთ და აუცილებლად კეთილ კომენტარს დაწერთ. რაც გააკეთა კიდეც ერთ-ერთმა პოპულარულმა რუსმა ბლოგერმა ალექსანდრ ხომენკომ.
მარიამს, როგორც ჩანს, თავის გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარების არ ეშინია.
ცოლ-ქმარი ფოტოებზე ერთმანეთს ხშირად საყვარელ კომენტარებს უწერენ.