ყვითელი ამბები

სად გავატაროთ თაფლობის თვე – ბერა რჩევას თაყვანისმცემლებისგან ელოდება

ახალგაზრდა მუსიკოსმა, რომელსაც განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, არ იცის სად გაატაროს თაფლობის თვე.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯერ ვერ გადაწყვიტა, სად გაატაროს მეუღლესთან ერთად თაფლობის თვე.

ბერას მეუღლე ნანუკა გუდავაძეა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა.

„მან თქვა კი“ - ბერა ივანიშვილმა ახალ სიმღერაში მსმენელს თავისი ბედნიერება გაუზიარა

2019 წლის მარტში ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

„სად წავიდეთ ჩვენს თაფლობის თვეზე" – ბერამ Instagram-ზე თავის ხელმომწერებს კითხვა დაუსვა და დასძინა: „ჩვენ თქვენს ყველა რეკომენდაციას შევაფასებთ".

რეკომენდაციები კი ძალზე განსხვავებულია. ადამიანები წერენ: „ჩამოდით სამხრეთ ამერიკაში", „მექსიკაში", „საბერძნეთი თავისი ყველა კუნძულით", „თქვენ უნდა მოინახულოთ ლომბოკი (კუნძული ინდონეზიაში - რედ.), იდეალური ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად".

ამ ბოლო პერიოდში ბერასთვის სულ უფრო საინტერესო გახდა მისი თაყვანისმცემლებისა და ხელმომწერების აზრი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან ლამაზი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ვიოლინოზე უკრავს და იკითხა: „უნდა გამოვაქვეყნო თუ არა ვიოლინოთი უფრო მეტი ვიდეო?" ხელმომწერები აღფრთოვანებული იყვნენ ვიოლინოზე ბერას დაკვრით და მას დადებითი პასუხი გასცეს.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ბერა ხშირად ხვდება ორიგინალური გარეგნობის მქონე ყველაზე დახვეწილი და ლამაზი მამაკაცების რეიტინგებში.