როდესაც თბილისში ავტომობილი ფუფუნებაა

თბილისი „საცობებისგან“ იხრჩობა – მანქანების რაოდენობა იზრდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ მალე მათი რაოდენობა მოსახლეობისას გადააჭარბებს
Sputnik

თბილისი „საცობებისგან“ იხრჩობა – მანქანების რაოდენობა იზრდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ მალე მათი რაოდენობა მოსახლეობისას გადააჭარბებს.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტომობილისტებს მანქანების სახლში დატოვება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შესთავაზა. როგორც ჩანს, დღეისათვის ეს ერთადერთი გზაა დედაქალაქის განსატვირთად. პარკინგის საათობრივი გადასახადის დანერგვა კი ქალაქის ცენტრში ბევრი ავტომობილისტისთვის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებას ფაქტიურად შეუძლებელს გახდის.