რა დაუჯდება ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება

არჩევნები 12 რაიონში, მათ შორის, თბილისის ერთ-ერთ რაიონში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. დეპუტატებისა და მერების შუალედური არჩევნები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 4,5 მილიონი ლარი დაუჯდება, აქედან 2,6 მილიონი ლარი შრომით ანაზღაურებაზე იქნება მიმართული.

„ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე დაასახელა>>>

საქართველოშო 19 მაისს პარლამენტის შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება თბილისის მთაწმინდის ოლქში, მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

თითოეულ შემთხვევაში არჩევნების გამართვის მიზეზი სხვადასხვაა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.