თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ქობულეთი–ბათუმის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.