ოთინაშვილი: ნეგატიური ახალი ამბები უკეთ იყიდება

ნეგატიური ახალი ამბები უფრო მოთხოვნადია, ამიტომ ტელევიზია და პრესა საქართველოში ხშირად აშუქებენ მათ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რა განაცხადა ჟურნალისტმა და საინფორმაციო სააგენტო NewsDay-ს დირექტორმა ავთანდილ ოთინაშვილმა
Sputnik

უმუშევრობა, მძიმე სოციალური მდგომარეობა მოსახლეობის ცნობიერებაზე აისახება, ხოლო ნეგატიურ ახალ ამბებზე მოთხოვნა დიდია, განაცხადა ავთანდილ ოთინაშვილმა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას თემაზე "საინფორმაციო სივრცე საქართველოში - როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან", რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

როგორ მოქმედებს მედია და ტელევიზია ხალხის ცნობიერებაზე, რა გავლენა აქვს ნეგატიურ ახალ ამბებს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მათგან - ეს და სხვა საკითხები განიხილეს ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას თემაზე "საინფორმაციო სივრცე საქართველოში - როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან".