მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და საოცარი ხეები

Sputnik

მთელ პლანეტაზე შეხვდებით ისეთ უჩვეულო და უნიკალურ ხეებს, რომელთა სილამაზესაც გულგრილად ვერ ჩაუვლით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს ყველაზე საოცარი ხეების სურათები.

ხე არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იცავს ადამიანებსა და ცხოველებს. ცხელ ამინდში სეირნობისას მათ ჩრდილში დასვენება ძალიან სასიამოვნოა, ასევე უამინდობაში წვიმას შეგვიძლია ხის ქვეშ შევაფაროთ თავი. ხანდახან ისინი იმდენად ლამაზები არიან, რომ დანახვისას სუნთქვა გვეკვრება. ჩვენ პლანეტაზე 100000-ზე მეტი ჯიშის ხე არსებობს.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ხეები კაცობრიობას საკუთარი უნიკალურობით ანცვიფრებენ. ასეთ ხეებს აქვთ უალამაზესი გვირგვინები, უჩვეულო ზომები და საკმაოდ დიდი ასაკიც.

 

1 / 11
სამხრეთ კაროლინაში ჯონსის კუნძულზე უკვე 400 წელზე მეტია დგას გიგანტური ხე - ანგელოზის მუხა. ის მარადმწვანე მუხების ჯიშს განეკუთვნება, რომელმაც სიცოცხლის განმავლობაში უამრავი ქარიშხალი გადაიტანა
2 / 11
ამ ფერად ევკალიპტს ჰავაის თილისმა შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ხე მართლაც საოცრად გამოიყურება. ის ფანტასტიკის ჟანრის ფილმების რეჟისორების შთაგონებაც ყოფილა
3 / 11
დიდვლეის მკვდარი ხეობა - ნამიბიის ეროვნული პარკის ნამიბ-ნაუკლუფტის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. დიდვლეის პარკში გაქვავებული ხეების ასაკი 900 წელს აღემატება
4 / 11
"მოცეკვავე ტყე" კალინინგრადის ოლქში
5 / 11
კუნძულ მადაგასკარს ალამაზებს ბაობაბები, რომლებისგანაც მეოთხედ კილომეტრიანი ხეივანი იქმნება. ბაობაბების ხეივანი მიიჩნევა არამხოლოდ ტურისტებისათვის ღირსშესანიშნაობად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების ამოუწურავ წყაროსაც წარმოადგენს
6 / 11
უდაბნოს გულში მდგარი მარტოხელა სიცოცხლის ხიდან ყველაზე ახლო წყარო და მცენარეები დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებითაა. სიცოცხლის ხე ბაჰრეინში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენაა
7 / 11
იდუმალებით მოცული ხეივანი სახელწოდებით "ბნელი გალავანი" ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ არმასთან ახლოს მდებარეობს. ის იმდენად ბნელი და საშიშია, აქ გავლისას, შესაძლოა თავი ზღაპარში გეგონოთ
8 / 11
იემენის რესპუბლიკის კუნძულ სოკოტრაზე იზრდება უჩვეულო ხეები სახელწოდებით სისხლიანი დრაცენა. თუ ხეს ჭრილობას მივაყენებთ, ის ღია წითელ წვენს გამოყოფს, რომელიც სისხლს მოგვაგონებს
9 / 11
გიგანტური სეკვოიები იოსემტისის ეროვნულ პარკში
10 / 11
სლოუპ-პოინტი - ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ყველაზე სამხრეთ ნაწილი. აქ მუდმივად ძლიერი ქარი ქრის ანტარაქტიდის მხრიდან. ხეები, რომლებიც ასეთ მკაცრ კლიმატს უძლებენ, მოგრეხილები არიან ერთი მიმართულებით და ვერასდროს შეძლებენ სწორი ფორმის დაბრუნებას
11 / 11
ბოთლის ფორმის ხეები ავსტრალიის კუნძულ სოკოტრაზე იზრდება. როდესაც გვალვა იწყება, ხის ფოთლებს ჭამს საქონელი, მისი ბოთლისებრი ღერო კი სასმელი წყლის წყაროა