მორალი თუ ფული - რა დაემართა ქართულ ჟურნალისტიკას

ქართველი მედიაქსპერტი სამთავრობო არხის შექმნისა და ჟურნალისტიკის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რაზე ისაუბრა ბაია ამაშუკელმა
Sputnik

ქართველი მედიაქსპერტი სამთავრობო არხის შექმნისა და ჟურნალისტიკის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რაზე ისაუბრა ბაია ამაშუკელმა

ქართული ჟურნალისტიკის სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა ჟურნალისტიკაზე კანონის მიღება და სამთავრობო არხის შექმნა, განაცხადა სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორმა, საინფორმაციო პოლიტიკის თემაზე ნამუშევრის ავტორმა ბაია ამაშუკელმა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდის დროს.

როგორ მოქმედებს მედია და ტელევიზია ხალხის ცნობიერებაზე, რა გავლენა აქვს ნეგატიურ ახალ ამბებს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მათგან - ეს და სხვა საკითხები განიხილეს ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას თემაზე "საინფორმაციო სივრცე საქართველოში - როგორ დავიცვათ თავი ნეგატივისგან".