ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა სავაჭრო ცენტრში ხანძრის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბაქოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში სამშაბათს, დილით ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

ნიზამინსკის რაიონში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები იწვის. თვითმხილველების განცხადებით, იწვის სავაჭრო ცენტრი „დიგლასი".

ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფები და განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.