საქართველო შვეიცარიის წინააღმდეგ – საფეხბურთო მატჩის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო–2020-ის შესარჩევ მატჩში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ საუკეთესო ფოტოკადრები მატჩიდან.

თბილისში 23 მარტს "დინამო არენაზე" ევრო–2020-ის D ჯგუფში შესარჩევი შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის.

მატჩში საქართველოს ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 0:2. საქართველოს ნაკრებთან მოგების შედეგად შვეიცარია D ჯგუფის სათავეში აღმოჩნდა. პეტკოვიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრაში 26 მარტს დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. ამავე დღეს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება გასვლაზე.

1 / 12
თბილისში, "დინამო არენაზე" 23 მარტს ევრო 2020-ის D ჯგუფის შესარჩევი მატჩში გაიმართა საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის
2 / 12
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი გარდამავლობით მიმდინარეობდა
3 / 12
ვლადიმერ ვაისის აღსაზრდელები ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ მოწინააღმდეგეებს
4 / 12
საქართველოს და შვეიცარიის გუნდებს შორის შეხვედრას 50 ათასი ქომაგი ესწრებოდა
5 / 12
თუმცა, მიუხედავად გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართველმა სპორტსმენებმა ვერ შეძლეს უპირატესობის მოპოვება
6 / 12
მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა
7 / 12
შვეიცარიელებმა თამაშის ტემპს უმატეს და დაწინაურდნენ
8 / 12
ქართველი ფეხბურთელები რეაგირებას ვერ ასწრებდნენ მეტოქის ქმედებებზე
9 / 12
ქართული გუნდის პირველი სერიოზული შეცდომა გაშვებული გოლით დასრულდა
10 / 12
ამის შემდეგ პეტკოვიჩის აღსაზრდელებმა წნეხი განაგრძეს
11 / 12
ერთ-ერთი შეტევა 80-ე წუთზე მასპინძელთა კარში გასული მეორე გოლით დასრულდა
12 / 12
მიუხედავად ორი ბურთის სხვაობისა, ბოლო 10 წუთის განმავლობაში შვეიცარიელებს კვლავ ქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და კარგი თამაშიც უჩვენეს