ნინი გოგიჩაიშვილი: მთელი ცხოვრება მინდა, რომ ის საქმე ვაკეთო, რაც მსიამოვნებს

„მის საქართველო 2018“ ნინი გოგიჩაიშვილი საუბრობს იმაზე, თუ რომელ პროფესიაში წარმოუდგენია საკუთარი თავი.
Sputnik

„მინდოდა, რომ ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების განხრა ავირჩიე. მრავალფეროვანი პროფესიაა – შეგიძლია გახდე ელჩი, დიპლომატი, ჟურნალისტი, ანუ ლავირების საშუალება მაქვს. ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა ძალიან მსიამოვნებს ტელეწამყვანობა და ახლა სიამოვნებით ვიმუშავებდი გაეროს პროექტში ეკოლოგიის განხრით“, – აღნიშნა ნინი გოგიჩაიშვილმა.

„მის საქართველო 2018“-ის განმარტებით, ეკოლოგიის მხრივ რაც დღეს თბილისში ხდება, დაუშვებელია და ყველა ადამიანი უნდა ზრუნავდეს ამ პრობლემაზე.