ჯანო ანანიძემ მატჩის დროს მეტოქეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

საქართველოს ნაკრების მოთამაშე შვეიცარიელ სპორტსმენს სასუნთქი გზების გათავისუფლებაში დაეხმარა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩის დროს პირველადი დახმარება აღმოუჩინა ფაბიან შერს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости BBC-ზე დაყრდნობით.

ჯანო, მალე დაგვიბრუნდი! – საქართველოს ნაკრების წევრებმა მეგობარი გაამხნევეს

შვეიცარიელი ფეხბურთელი მატჩის 25-ე წუთზე ჯემალ ტაბიძეს დაეჯახა და გონება დაკარგა, შვეიცარიელს ენა გადაეყლაპა. ანანიძე მის დასახმარებლად მივიდა, გაუღო პირი და შერს სასუნთქი გზები გაუთავისუფლა.

შერმა განაგრძო თამაში და მინდორზე მატჩის დასრულებამდე დაჰყო. საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში შვეიცარიელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ჯანო ანანიძე მიმდინარე წლის იანვარში რუსული კლუბ „სპარტაკიდან" სამარის „კრილია სოვეტოვში" გადავიდა.