გაათავისუფლებენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილს

სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უსამართლოდ უთხრა უარი საქართველოს ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

მერაბიშვილი სასჯელს საპატიმროში 2013 წლიდან ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

მერაბიშვილი: ჩემი შეწყალება საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალზე სარისკოა >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებისთვის იუსტიციის სამინისტროს ერთი თვე ჰქონდა. ეს ვადა ორშაბათს, 25 მარტს ამოიწურა და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნო იმის საფუძველზე, რომ მის მიერ მოყვანილი არგუმენტები არ შეესატყვისებოდა რეალობას. მათ ხელახლა უნდა განიხილონ საკითხი... ჩვენ ველით გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

მისი სიტყვებით, კომისია ვალდებულია, გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ, 5 აპრილამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კომისიას მხოლოდ ისღა დარჩენია, მერაბიშვილი საპატიმროდან გაათავისუფლოს. ხოლო ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც მას ვადამდე გათავისუფლებაზე ეთქვა უარი, ვეღარ იქნება გამოყენებული, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი უსაფუძვლოდ ცნო.

უწყება: ვანო მერაბიშვილი ადასტურებს, რომ ორი კვირაა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა

როდესაც პატიმარი სასჯელის 3/4-ს ან 2/3-ს მოიხდის, კანონმდებლობის თანახმად, მას უფლება აქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით ისარგებლოს. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, ჩივიაშვილის თქმით, რჩება ერთადერთი გამოსავალი, იმსჯელოს და გაათავისუფლოს მერაბიშვილი პატიმრობიდან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადაა, ხელახლა განიხილოს მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

 „სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელმაც საქმე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონით დადგენილი წესითა და ვადებში უნდა განიხილოს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოლიტიკური ელფერი, ანუ როგორ მოუგო მერაბიშვილმა საქართველოს 4 ათასი ევრო >>

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

მერაბიშვილი საპატიმროდან 2020 წლის თებერვალში უნდა გამოვიდეს.