თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რუსთავში არასრულწლოვნებმა ხუთი ავტომობილი დააზიანეს, საიდანაც ხურდა ფული და პირადი ნივთები წაიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ქურდობის ფაქტები რუსთავის მე-17 მიკრორაიონში გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა ხუთი ავტომობილის მინა ჩაამსხვრიეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მხილებულია ორი არასრულწლოვანი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები
მომხდარზე გამოძიება 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.