თიკა ფაცაცია: ზოგჯერ ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის

თიკა ფაცაცია თავის ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს.
Sputnik

„ის ჩემზე უფროსია და როგორც მამა აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში“- ამბობს თიკა ფაცაცია სატელევიზიო გადაცემაში.

თიკა ფაცაცია - მოდელი, მომღერალი, წამყვანი. იყო „მის თბილისი“, „მის საქართველო“ და „მის ოქროს გლობუსის“ მესამე ადგილის მფლობელი. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.