თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისში ავტოავარია მოხდა -ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.