ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ეუქრება.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: რუსთავში 3 ადამიანი  დააკავეს

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.