თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობის თანხა აღმოაჩინეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თანხა საცხოვრებელი სახლის სხვენში, ზარდახშაში შენახული იპოვეს.
„აღნიშნულის შესახებ მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნაპოვნი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება
ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.