თბილისის მეტროს ნაწილმა მუშაობა შეაჩერა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში ტექნიკური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტროს სადგური „სამგორი" დაკეტილია

კომპანიის ცნობით, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე" კონკრეტული შემდგენლობა ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა და ჩიხში გადაიყვანეს. შეფერხება 10-15 წუთს გაგრძელდება.

თვითმხილველების განცხადებით, მგზავრებს მატარებლის ვაგონები დაატოვებინეს.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.