ჰოლივუდელი რეჟისორები ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებზე ფილმს იღებენ

გადამღები ჯგუფის წევრებმა  უკვე იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში და გაეცნენ მის კულინარიასა და გასტრონომიულ ტრადიციებს.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მსოფლიოს სახელგანთქმული მზარეულების ქსელი Cook Concern-ი საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა და მის შესახებ ფილმს იღებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი

ადმინისტრაციის ინფორმაციით, Cook Concern-ი იღებს დოკუმენტური ფილმების სერიალს სახელწოდებით „10 Days Abroad! Exploring the soul of a country – one bite at a time“, რომლის ერთი სერიაც საქართველოს დაეთმობა.

ცნობილი ხდება, რომ ფილმზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია, გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ.  ეს უკანასკნელები წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულები ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტებში.

გადამღები ჯგუფის წევრებმა  უკვე იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში და გაეცნენ მის კულინარიასა და გასტრონომიულ ტრადიციებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ. 

„Cook Concern“-ს საქართველოში კომპანია Kartveli Tours“-მასპინძლობს.