საერთაშორისო ექსპერტებმა სოციალურ და ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები
გაეროს დანაყოფმა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი - World Happiness Report. ყოველ ქვეყანას ექვსი პაქტორის მიხედვით აფასებდნენ. ძირითადები იყო: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში, კორუფციის დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და სოციალური დახმარება სახელმწიფოსგან.
World Happiness Report გაეროს დაკვეთით 2012 წლიდან დგება.
რეიტინგის გამოქვეყნება მიეძღვნა ბედნიერების საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 მარტს აღინიშნება.