კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „გუცა" იწვის,   იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი რამდენიმე წუთის წინ შენობის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 250 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც უწყებაში აცხადებენ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.