ფოთში დენის დარტყმის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

მოზარდს სხეულის 70 %-ის დამწვრობა აღენიშნებოდა
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რვა წლის ბექა დავითაია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დენის დარტყმის შედეგად სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო,  გუშინ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზუგდიდში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ბექა დავითაიას 11 მარტს ფოთში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში დენმა დაარტყა. თავდაპირველად მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს, ის სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით (70%) სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.