დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა არგენტინაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორასთან დაკავშირებული ინიციატივები, რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატებები გააცნო, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარი გამოცდილებით დაინტერესდა>>>

ქართულ დიაპორასთან საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ბუენოს - აირესში საქართველოს საელჩოში შედგა.

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად სიმცირისა, არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებასა და არგენტინაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. ამასთან, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ვიზიტის, არგენტინაში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

არგენტინის დედაქალაქში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნება

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში.

ზალკალიანის ვიზიტი არგენტინაში 19 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა შეხვედრები უკვე გამართა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ემილიო მონსოსთან, არგენტინელ კოლეგა ხორხე ფორისთან და არგენტინის ტურიზმის მინისტრთან გუსტავო სანტოსთან.

არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორ ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან: ახალი ინიციატივები>>>

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა", რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ზალკანიანის ლათინური ამერიკის ტურნე 16 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინამდე ურუგვაის სტუმრობდა.

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 8 ივნისს დამყარდა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.