ბათუმში არასრულწლოვანმა სათამაშოების მაღაზიები გაქურდა

დამნაშავის სავარაუდო ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან ახლოს მდებარე სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მაღაზია გუშინ, გვიან ღამით გაქურდეს. ერთ-ერთი ობიექტიდან წაღებულია  დაახლოებით 600 ლარის ოდენობით თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სათამაშოების მაღაზიები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა გაქურდა, რომლის სავარაუდო ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.