ზუგდიდის რესტორნიდან დიდი თანხა მოიპარეს

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ზუგდიდში,  სოფელ ინგირში რესტორანი „სამეფო“ გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელი პირები რესტორანში ფანჯრიდან შევიდნენ და სეიფში შენახული თანხა, დაახლოებით 32 ათასი ლარი წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახით  ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.