სელინ დიონმა დემნა გვასალიას მდოგვისფერი პალტო მოირგო

მსოფლიო დონის ვარსკვლავმა საკუთარი გარდერობის განახლება ფრანგული ბრენდის ახალი მოდელებით გადაწყვიტა
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი კანადელი შემსრულებელი სელინ დიონი მოდის სახლ Balenciaga-ს მაღაზიაში იმყოფებოდა, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა და თავისთვის რამდენიმე მოდელი შეარჩია.

ამჯერად კენდალ ჯენერი – დემნა გვასალიას შემოქმედებით კიდევ ერთი ვარსკვლავი დაინტერესდა

რიანამ დაბადების დღე დემნა გვასალიას ორიგინალურ ჰუდში გაატარა>>>

პაპარაცებმა დიონი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შერჩევის პროცესში დააფიქსირეს. მომღერალს განსაკუთრებით მდოგვისფერი პალტო მოეწონა, რომელიც მოიზომა კიდეც. დიონი ასევე დაინტერესდა სპორტული ფეხსაცმელის ახალი კოლექცით.

დიონისთვის მოდის ტენდენციები და შოპინგი ერთგვარი სისუსტეა. 50 წლის მომღერალი მოდის ტენდენციებს მისდევს და არცთუ იშვიათად ჩნდება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ტანისამოსში.

ყველას კარგად დაამახსოვრდა მისი სახე სიმბოლურ ჰუდში, რომელზეც გამოსახულია კადრი ფილმიდან „ტიტანიკი". სელენ დიონმა სწორედ ამ ფილმის საუნდრეკისთვის My Heart Will Go მიიღო ოსკარი.

სელინ დიონმა დემნა გვასალიას მდოგვისფერი პალტო მოირგო

დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება. Vetements-ი დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია, რაც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს.

დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა.

დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო მიიღო როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა".