„დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, სამედიცინო მეთვალყურეობის შემდეგ, შეიცვალა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. მშობლები მათთან ერთად მუდმივად დადიან ექიმთან და თავადაც გარკვეულები არიან სამედიცინო მეთვალყურეობაში, ჩართულები არიან განვითარების პროგრამებსა და რეაბილიტაციაში“ - აღნიშნა ნანა რურუამ.
პედიატრის განმარტებით, ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ადაპტირება სოციუმთან უკეთესობისკენ შეიცვალა.