თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მეტროს სადგურ „სამგორში" ტექნიკური მიზეზების გამო მატარებლის მოძრაობა შეჩერდა, რის გამოც კონკრეტული შემადგენლობის ვაგონებიდან მგზავრები გამოიყვანეს, მატარებელი კი ჩიხში გადაიყვანეს, იუწყება ქართული მედია.
ამ დროისთვის თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.
„მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგენილია", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.