კასპში 35 წლამდე მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

მამაკაცს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. კასპში 35 წლამდე მამაკაცი ოჯახის წევრებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

26 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ, თვითმკვლელობის მიზეზებზე კი საუბარი უჭირთ.

გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.