ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი" ამოიღეს

დაკავებულს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებეში.

პოლიციამ დედა და ორი ვაჟი დააკავა - ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით 50 აბი   „მეტადონი" ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის   „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.