თბილისში მეთოჯინის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

გამოფენაში მონაწილეობენ როგორც გამოცდილი ისე დამწყები ავტორები
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მეთოჯინის საერთაშორისო დღეს, რომელსაც მსოფლიოში ყოველწლიურად 21 მარტს აღნიშნავენ, თბილისში საავტორო თოჯინების გამოფენით აღნიშნავენ.

ლანა ლობილაძე: საოცარი ემოცია გვაჩუქა ამ გამოფენამ მეც და ჩემ სტუმრებსაც

გამოფენა ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში 22 მარტამდე გასტანს. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეთა ასოციაცია და მოზარდ-მაყურებელთა თეატრი.

„ყველა ექსპონატი შესრულებულია განსხვავებული ტექნიკითა და სხვადასხვა მასალით. ესაა თიხა, პოლიმერული პლასტიკი, პაპიემაშე. თქვენ იხილავთ პორტრეტულ თოჯინებს, არიან ზღაპრული გმირები, პერსონაჟები და ისტორიული პიროვნებებიც კი", - განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" გამოფენის თანაორგანიზატორმა და მეთოჯინემ იულია სოროკინამ.

გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს 25 ქართველი ოსტატის 60 ნამუშევარი, მათ შორის, ნანა ბედიაშვილის, თეა მინდაძის, მარინა გვრიტიშვილის, ნინო მელაშვილისა და ა.შ.

გამოფენაზე დასწრება უფასოა.