ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: რუსთავში 3 ადამიანი  დააკავეს

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი" ამოიღეს

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში მრავალგზის ნასამართლევია, დანარჩენი ორი კი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. დანარჩენი ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად  „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც მათ პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ გამზადებული.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.