ქართველი ძიუდოისტის იპონი რუსეთის ტურნირზე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ლევან მაისურაძემ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტის ლუკა მაისურაძის იპონმა ეკატერინბურგში მიმდინარე „დიდი სლემის" სერიის ტურნირზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით (IJF), საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა.

ეკატერინბურგში ტურნირზე მაისურაძემ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტა დაამარცხა.

საქართველომ რუსეთში ძიუდოს ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა

ეკატერინბურგში საპატიო კვარცხლბეკზე ასვლამ მაისურაძეს IJF-ის განახლებულ რეიტინგში საკუთარი პოზიციების გაუმჯობესების საშუალება მისცა. 89-ე პოზიციიდან ქართველმა ძიუდოისტმა 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას - თბილისის გრან-პრი - საქართველოს დედაქალაქში 29-31 მარტის პერიოდში ჩატარდება.