გოცირიძე: წულუკიანი როგორ და ვის უკეთებს ჯადოს, იქნებ ჩვენც გვასწავლოს

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის „პოლიტიკურ დღეგრძელობაზე“ საუბრობს.
Sputnik

 

„სად იშოვა ის ჯადო, რომელმაც ამდენი ხანი გააძლებინა ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, როგორ უკეთებს ამ ჯადოს და ვის უკეთებს?! იქნებ ჩვენც გვასწავლოს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის პორტფელის დატოვებას აპირებდა, თუმცა ის თანამდებობიდან არ გადადგა. წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 25 ოქტომბერიდან ხელმძღვანელობს.